ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ლონდონის „არსენალი“ თავის მოედანზე „ევერტონთან“ 0;1 დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე გერმანელმა მეკარე ბერნდ ლენომ საკუთარ კარში გაიტანა.
მიკელ არტეტას გაწვრთნილმა „არსენალმა“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებული 25 საშინაო მატჩიდან 9 წააგო. ეს ყველაზე ცუდი შედეგია ლონდონელებისთვის 1929-1930 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ, „მეთოფეები“ ასევე 9 საშინაო შეხვედრაში დამარცხდნენ.
პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლონდონელებმა გოლი საკუთარ კედლებში ჩატარებულ 8 მატჩში ვერ გაიტანეს. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე განვლილ 4 სეზონში ერთად აღებული.
„არსენალი“ 46 ქულით სატურნირზე ცხრილში მე-9 ადგილზე. თუ მეთოფეები დარჩენი 5 შეხვედრას მოიგებენ 61 ქულას დააგროვებენ.
ფრანგი არსენ ვენგერის 22-წლიანი მწვრთნელობის დროს „არსენალის“ ყველაზე ცუდი შედეგი 63 ქულა იყო, რომელიც გუნდმა 2017-2018 წლების სეზონში დააგროვა. იმ სეზონის შემდეგ ვენგერი კლუბიდან წავიდა.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში არტეტას ხელმძღვანელობით ლონდონელებმა 56 ქულა დააგროვეს და მე-8 ადგილზე გავიდნენ.





