ხვიჩა კვარაცხელია: „უფრო ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ კლუბზე”

0
109

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ sport.business-gazeta.ru-სთან ინტერვიუში, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი შეაფასა.

-„რუბინის“ გენდირექტორიმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ შემდეგი სეზონისთვის გუნდში შენი შენარჩუნება ძალიან სურს. დათანხმდები?

– არ ვიცი. ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ვერ გეტყვით ხვალ რა იქნება. დღევანდელი დღით ვცხოვრობ. განვითარების შანსი ყოველთვისაა და ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

-ყოველ კვირას ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენით ესა თუ ის უცხოური კლუბი დაინტერესდა. თავად რომელ კლუბში თამაში გსურს?

-ბავშვობიდან მადრიდის „რეალს“ ვგულშემატკივრობ. თუმცა, უფრო ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ კლუბში გადასვლაზე.