„მონცამ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა. მე-11 ტურში მონცელები შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მან ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. უგოლო პირველი ტაიმის მერე, „ატალანტადან“ ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ნიკოლა კრსტოვიჩმა გაიტანა. „მონცამ“ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო და 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა,
ლაშა თაბაგარი





