ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნის“ თადარიგში ზედიზედ მესამე მატჩი გაატარა. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის მე-9 ტურში „კიოლნი“ შინ ლევერკუზენის „ბაიერთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნულ ნაკრების მცველს თავის გამოჩენის შანსი ისევ არ მისცეს. არადა, სეზონის სტარტზე ის სასტარტოს შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო და 7 თამაში ჩაატარა.
განვლილი შეხვედრის მე-7 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ალექს გარსიან გახსნა, ხოლო 85-ე წუთზე პატროს შიკმა „ბაიერი“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „კიოლნიდან“ ერთადერთი გოლი ელ მალამა გაიტანა. „კიოლნი“ 9 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





