პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია გუნდის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად რჩება.
„სამწუხაროდ, ჩვენ სიტუაციის მთელი სერიოზულობა უკვე მატჩის დასრულების გავითავისეთ. ეს მძიმე ტრავმაა. ასეთ მომენტებში პირველ ყოვლისა ადამიანზე და იმაზე ფიქრობ თუ რა რთულის გზის გავლა ელოდება რთული აღდგენითი პროცესის დროს. რთულია, მაგრამ პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ.
პროფესიონალი ფეხბურთელი როდესაც ხარ და ელიტარულ დონეზე 10-15 წლიანი კარიერის აწყობა გსურს, ტრავმებთან შეჯახება და მათთან გამკლავება აუცილებლად მოგიწევს. პლუსები ასეთი სიტუაციაშიც უნდა იპოვნო და ისინი აუცილებლად გამოჩნდება. ხვიჩა იყო და რჩება პსჟ-სთვის საკვანძო, დაუჯერებლად მნიშვნელოვან მოთამაშედ“ – იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს PSG Report.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში შინ „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩის მეორე ტაიმში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა.
ლაშა თაბაგარი





