„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში შინ „ნანტი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე დუფუსმა შეცვალა. განვლილი სეზონისგან განსხვავებით 25 წლის დავითაშვილი წელს „სენტ-ეტიენის“ სასტარტოში სტაბილურად ვერ ხვდება, რაც მის პირად სტატისტიკაზეც აისახა – 9 თამაშში გატანილი 1 გოლი და 2 საგოლე პასი. „სენტ-ეტიენი“ 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





