თბილისის “იბერიას” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ უეფას კონფერენს ლიგის ფაზის პირველ ტურში სტუმრად ბელგიის “სენტ-ტრიუდენთან” ჩატარებული წარუმატებელი მატჩის (0:2) შემდეგ, აღნიჩნა, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა მარცხი დაიმსახურა.
ლევან კორღალიძე: “პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც თამაშზე მოვიდნენ და დაგვაფასეს. რა თქმა უნდა, შედეგისთვის ბოდიში მინდა მოვიხადო იმიტომ, რომ არ იყო ის, რაც ჩვენ გვინდოდა.
არ იყო ის თამაში, ის ხარისხი და ეს შედეგზეც აისახა. მინდა დავპირდე ყველას, რომ საქართველოში უკეთეს ფეხბურთს ნახავს ჩვენი გულშემატკივარი. არ გვექნება ისეთი დაძაბულობა, როგორიც დღეს იყო. უფრო მეტი თავდადება იქნება. ყველას მადლობა, ვინც აქ იყო და ვინც ტელევიზორთან გვიქომაგა.
დამსახურებულად წავაგეთ. სამწუხაროდ, ჩვენი გეგმა აირია მას შემდეგ, რაც ადრეული გოლი გავუშვით. ამის შემდეგ ძალიან რთული გახდა თამაშში ჩართვა. ჩართვა იმ მუხტით, როგორც თავიდან გვქონდა დაგეგმილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დამსახურებულად წავაგეთ“.„იბერიას“ კალენდარი კონფერენს ლიგის ფაზაზე ასეთია:
22 ოქტომბერი
„იბერია“ – „მიალბიუ“ (შვედეთი) – 20:45
5 ნოემბერი
„კოპენჰაგენი“ – „იბერია“ 00:00
26 ნოემბერი
„იბერია“ – „ხეტაფე“ 21:45
10 დეკემბერი
„იბერია“ – „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) 21:45
17 დეკემბერი
„იაბლონეცი“ (ჩეხეთი) – „იბერია“ 00:00
ლაშა თაბაგარი





