„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო. მე-8 ტურში კრაკოველები სტუმრად პლოცკის „ვისლას“ შეხვდნენ და სამი გოლი გაუშვეს, ხოლო თავად ერთი გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის მე-10 წუთზე მასპინძლები კუნმა დააწინაურა, ხოლო 58-ე წუთზე მასპინძლების მცველმა ბაუმგარტნერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
61-ე წუთზე „ვისლადან“ თავი მადიესკიმ გამოიჩინა, 69-ე წუთზე კი ბერტემ ერთი ბურთი გაქვითა. 70-ე წუთზე პლოცკელებიდან თავი აკერემ გამოიჩინა. „კრაკოვიას“ 8 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





