პსჟ-ს პირველი მოგება სეზონში – კვარაცხელიას კარგი მატჩი

0
1

პსჟ-მ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი თამაში მოიგო. მე-4 ტურში მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „ბრესტს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-5 წუთზე უსმან დემბელემ ქუსლით დაუტოვა ბურთი ფერან ტორესს, რომელმაც დაახლოებით 22-23 მეტრიდან ერთი შეხებით მეკარისჰან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
მე-9 წუთზე კვარაცხელიას ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, როდესაც თითქმის საჯარიმოს ხაზიდან უსმან დემბელეს დარტყმის შემდეგ, მეკარის მოგერიებული ბურთი მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და ააცილა.
22-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და შორეულ „ცხრიანში“ გაგზავნა, მაგრამ მასპინძლების მეკარემ გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
33-ე წუთზე ფერან ტორესის გადაცემის მერე, კვარაცხელიამ საჯარიმოში ბურთი მკერდით დაამუშავა და შემოტრიალებით არაზუსტად დაარტყა. 64-ე წუთზე „კვარა“ მასპინძლების საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და „ცაციათი“ დაარტყა, თუმცა, მეკარე ბურთს დაეუფლა. პსჟ 5 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი