ლუკა იმნაძემ, რომელიც სეზონის წინ „ჟენისს“ შეუერთდა, ყაზახურ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. სუპერლიგის 26-ე ტურში „ჟენისმა“ შინ „ყიზილჟარი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო 29 წლის ქართველმა ფორვარდმა გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მატჩის 31-ე წუთზე „ჟენისის“ ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო საჯარიმოში მყოფმა იმნაძემ თავით ანგარიში გახსნა. მან გოლი არ აღნიშნა, რადგან 2023 და 2024 წლებში „ყიზილჟარში“ თამაშობდა. 74-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, სტუმართა კარია შორეულ ძელთან მდგომმა იმნაძემ ვარდნაში ისევ თავით შეაგდო. მან ამ სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე შეცვალეს. იმნაძე „ჟენისის“ და „ყიზილჟარის“ გარდა, ყაზახეთში „აკჟაიკში“ და „ორდაბასიში“ გამოდიოდა. „ჟენისი“ 32 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





