ბეგლარიშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი ესტონეთში

0
0

ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნომეს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა.
28-ე ტურში „ნომე“ შინ ტალინის „ფლორასთან“ 2:3 დამარცხდა და 36 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 44-ე წუთზე ბეგლარიშვილის გადაცემის შემდეგ, ანგარიში კრასნოვმა გახსნა. 70-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ბეგლარიშვილმა მასპინძლები დააწინაურა. სტუმრებმა ანგარიში 89-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანეს. ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 27 მატჩში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. „ნომე“ 28 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.
ლაშა თაბაგარი