კიტეიშვილის და მამაგეიშვილის „შტურმის“ მეტოქეები ევროპა ლიგაში გაირკვა

0
12

დღეს, საფრანგეთის ქალაქ მონაკოში გამართული ევროპა ლიგის ფაზის კენჭისყრის შემდეგ, გაირკვა ავსტრიის გრაცის „შტურმის“ მეტოქეები, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი გამოდიან.
გრაცელების მოწინააღმდეგეთა ჩამონათვალი ასეთია: “მარსელი”, “ალკმაარი”, “რენი”, „დინამო” (ზაგრები), “ცელიე”, “ბორნმუთი”, ოფი, “ჰოფენჰაიმი”.
36 გუნდს ერთიანი სატურნირო ცხრილი ექნება, თუმცა ყველა ერთმანეთს არ შეხვდება. იქნება სულ რვა ტური, თითოეულ გუნდს მოუწევს 8 მეტოქესთან თამაში, საიდანაც 4 შეხვედრას შინ გამართავს, ოთხსაც სტუმრად. თუ მანამდე ჯგუფში გუნდები ერთმანეთს შინ და სტუმრად ხვდებოდნენ, ამჯერად ასეთ რამ არ იქნება.
8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები ევროტურნირებს დაემშვიდობებიან და კონფერენს ლიგაზე ვერ გადავლენ.
მე-9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, სადაც ორრაუნდიან შეხვედრაში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები წილისყრისას განთესილები იქნებიან (ხოლო დანარჩენები განუთესავები), რის გამოც პლეი-ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ.
ლევერკუზენის მეტოქეები:
მარსელი (შინ), ლიონი (სტუმრად), ზალცბურგი (შინ), დინამო ზაგრები (სტუმრად), ცელიე (შინ), ლეხი (სტუმრად), ბეშიქთაში (შინ), ოფი (სტუმრად)
ბენფიკას მეტოქეები:
ალკმაარი (შინ), მილანი (ს), სელტიკი (შინ), პლზენი (სტუმრად), ლეხი (შინ), ომონია (სტუმრად), ოფი (შინ), ნაიმეგენი (სტუმრად)
იუვენტუსის მეტოქეები:
სოსიედადი (შინ), ალკმაარი (სტუმრად), რენი (შინ), ფერენცვაროში (სტუმრად), ომონია (შინ), სელტა (სტუმრად), ნაიმეგენი (შინ), ჰაპოელ ბეერ შევა (სტუმრად)
მილანის მეტოქეები:
ბენფიკა (შინ), ოლიმპიაკოსი (სტუმრად), ფერენცვაროში (შინ), ზალცბურგი (სტუმრად), სანდერლენდი (შინ), ბორნმუთი (სტუმრად), არარატ-არმენია (შინ), ლევსკი (სტუმრად)
ლიონის მეტოქეები:
ლევერკუზენი (შინ), სოსიედადი (სტუმრად), უნიონ სენ-ჟილი (შინ), ანდერლეხტი (სტუმრად), კრისტალ პალასი (შინ), იაგელონია (სტუმრად), ლილესტრიომი (შინ), ჰოფენჰაიმი (სტუმრად)
მარსელის მეტოქეები:
ოლიმპიაკოსი (შინ), ლევერკუზენი (სტუმრად), ანდერლეხტი (შინ), სელტიკი (სტუმრად), სელტა (შინ), შტურმი (სტუმრად), ლევსკი (შინ), ბეშიქთაში (სტუმრად)
სოსიედადის მეტოქეები:
ლიონი (შინ), სოსიედადი (სტუმრად), პლზენი (შინ), უნიონ სენ-ჟილი (სტუმრად), ბორნმუთი (შინ), კრისტალ პალასი (სტუმრად), ტორენსე (შინ), ლილესტრიომი (სტუმრად)
შტურმის მეტოქეები:
მარსელი (შინ), ალკმაარი (სტუმრად), რენი (შინ), დინამო ზაგრები (სტუმრად), ცელიე (შინ), ბორნმუთი (სტუმრად), ოფი (შინ), ჰოფენჰაიმი (სტუმრად)
კრისტალ პალასის მეტოქეები:
სოსიედადი (შინ), ლიონი (სტუმრად), პარტა (შინ), ზალცბურგი (სტუმრად), ლეხი (შინ), იაგელინია (სტუმრად), ჰოფენჰაიმი (შინ), ბეშიქთაში (სტუმრად)
ბორნმუთის მეტოქეები:
მილანი (შინ), სოსიედადი (სტუმრად), პლზენი (შინ), სპარტა (სტუმრად), შტურმი (შინ), სელტა (სტუმრად), ჰაპოელ ბეერ შევა (შინ), ლილესტრიომი (სტუმრად)
სანდერლენდის მეტოქეები:
ალკმაარი (შინ), მილანი (სტუმრად), დინამო ზაგრები (შინ), ანდერლეხტი (სტუმრად), იაგელონია (შინ), ლეხი (სტუმრად), ლევსკი (შინ), ტორენსე (სტუმრად)
თითოეული გუნდი კალათიდან ორ-ორ გუნდს შეხვდება. ფაზის ეტაპზე 8 ტური იქნება, გუნდები ოთხ მატჩს შინ ჩაატარებენ, ოთხ სტუმრად.
ევროპა ლიგის ფაზის განრიგი

I ტური – 16-17 სექტემბერი

II ტური – 15 ოქტომბერი

III ტური – 22 ოქტომბერი

IV ტური – 5 ნოემბერი

V ტური – 26 ნოემბერი

VI ტური – 10 დეკემბერი

VII ტური – 21 იანვარი

VIII ტური – 28 იანვარი

1/16-ფინალი – 18-25 თებერვალი

მერვედფინალი – 11-18 მარტი

მეოთხედფინალი – 8-15 აპრილი

ნახევარფინალი – 29 აპრილი და 6 მაისი

ევროპა ლიგა სტარტს 16-17 სექტემბერს აიღებს, ხოლო ფინალი 2027 წლის 26 მაისს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი