ლოჩოშვილი თასის მატჩში დაშავდა

0
3

„კიოლნი“, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში ლუკა ლოჩოშვილი შეუერთდა, გერმანიის თასის 1/16-ფინალში გავიდა. 1/32-ე ფინალში კიოლნელებმა სტუმრად რანგით მესამე ლიგის „ვიურცბურგერ კიკერსი“ 2:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე კუნთის ტრავმის მიზეზით შეცვალეს. მატჩის მე-18 წუთზე მასპინძლები აბრანგაომ დააწინაურა, ხოლო 62-ე წუთზე საპასუხო ბურთი იოჰანესონმა გაიტანა. 77-ე წუთზე იოჰანესონმა მეტოქის კარი მეორედ აიღო და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი