ლუკა გუგეშაშვილმა „გიოზთეფეს“ სასტარტო შემადგენლობაში თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა. მე-2 ტურში „გიოზთეფე“ შინ „გენჩლერბირლიგის“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
მატჩის მე-12 წუთზე გუგეშაშვილმა თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა, როდესაც მასთან პირისპირ დარჩენილი ილგიუნის მარჯვენა მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.
50-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გახნის შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბოკელე პენალტი ვერ გამოიყენა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში „გიოზთეფეს“ დაცვამა უხეში შეცდომა დაუშვა და კოიტამ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. „გიოზთეფე“ 1 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





