„რუსთავმა“ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა

0
1

„რუსთავმა“ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. 22-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე რუსთაველებმა „გაგრას“ უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩში ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფი რუსთაველთა საუკეთესო ბომბარდირის ბრაზილიელი ჟან ალმეიდას დარტყმის შემდეგ, ბურთი ზედა ძელიდან უკრაინელ მეკარეო ოლექსანდრ ვორობეის მოხვდა და კარში შევარდა.
85-ე წუთზე სტუმართა მცველმა ოთარ ჩოჩიამ თავის ნახევარზე ცუდი გადაცემა გააკეთა და ბურთი განელა თავდამსხმელ სოლომონ კესის ჩააბარა, რომელიც საჯარიმოში შეჭრილი ერთ მცველს გაექცა, რასაც კარში ზუსტი დარტყმა მიაყოლა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მარტინ გამბოშმა მარცხენა ფრთიდან კუთხური ჩააწოდა და ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„რუსთავი“ 41 ქულით 10-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეშია, ხოლო სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი „გაგრა“ 24 ქულით მერვეა.
რუსთავი 3:0 გაგრა 
ლაშა თაბაგარი