გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელიც „კადისს“ მიმდინარე კვირაში ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, ახალ გუნდში პირველად ითამაშა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-2 ტურში „კადისი“ სტუმრად „ელდენსეს“ დაუზავდა – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თამაშში ძირთადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ჩაერთო.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, მასპინძლები 49-ე წუთზე კარმონამ დააწინაურა, ხოლო 54-ე წუთზე სანჩესმა ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე „ელდენსე“ წინ მაჩომ გაიყვანა. 74-ე წუთზე სტუმრებიდან თავი კორდერომ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„კადისის“ განაცხადში თავდამსხმელი იური ტაბატაძე არ იყო, რომელმაც გასულ სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთების შემდეგ მკურნალობს.
ლაშა თაბაგარი





