სოფიას „ცსკა 1948“-მ, რომლის კაპიტანი ლაშა დვალია, უეფას კონფერენს ლიგაში გამოსვლა დაასრულა. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბულგარელები სტუმრად ათენის „პანათინაიკოსს“ დაუზავდნენ (0:0), ხოლო სახლში 1:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 87-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, ანგარიში გაათანაბრა – აუტის ჩაწოდების შემდეგ სოფიელთა ფეხბურთელმა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო ლაშამ ერთი შეხებით გაიტანა. დვალმა კარიერაში კონფერენს ლიგაში თავი მეორედ გამოიჩინა – პირველად გოლი 2023-2024 წლების სეზონში აპოელის მაისურით შეაგდო.
ძირითადი დროს 1:1 დასრულა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. 94-ე წუთზე ბერძნებიდან თავი დესერსმა გამოიჩინა და „პანათინაიკოსი“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი





