ივა გელაშვილი კარიერას რუმინეთის „კლუჟში“ განაგრძობს. 25 წლის მცველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გასული სეზონი „პანსერაიკოსში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში საბერძნეთის სუპერლიგაში 28-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე ბოლნისის „სიონში“, იტალიის „სპეციაში“ და თბილისის „იბერიაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





