გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი თამაშობენ, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გრაცელები სტუმრად სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ პირველ მატჩში 0:2 დამარცხდნენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა შინ 0:1 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან განაცხადში მხოლოდ მამაგეიშვილი მოხვდა, რომელსაც არ უთამაშია. კიტეიშვილი წვივის ტრავმის გამო, პირველი შეხვედრის მსგავსად თანაგუნდელებს ისევ ვერ დაეხმარა.
თურქებიდან ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე პენალტიდან ტალისკამ გაიტანა. „შტურმი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც ავსტრიელთა მეტოქე ჯერ უცნობია.
ლაშა თაბაგარი





