მიქაუტაძის ტაიმი „ბენფიკასთან“

0
5

„ვილიარელმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში პირველ ამხანაგური მატჩი სტუმრად ლისაბონის „ბენფიკასთან“ ჩაატარა და ორი უპასუხო გოლი გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. „ბენფიკადან“ 52-ე წუთზე ანგარიში რაფა სილვამ გახსნა, ხოლო 76-ე წუთზე ესპანელთა კარი პავლიდისმა აიღო.
მიქაუტაძე „ვილიარეალს“ შარშან ზაფხულში შეუერთდა და ლა ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 32 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ესპანეთის თასზე 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. გიორგი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე 7 შეხვედრა გამართა და გოლი ტურინის „იუვენტუსის“ კარში შეაგდო. “ვილიარეალმა” 20-გუნდიან ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, „ვილიარეალის“ თავკაცის პოსტზე მარსელინო ტორალის ნაცვლად ინიგო პერესი დაინიშნა. 38 წლის ესპანელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
ის 2022-2023 წლების სეზონში „რაიო ვალეკანოში“ ანდონი ირაოლას თანაშემწე იყო, ხოლო 2024 წელს მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი გასულ სეზონში კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ლონდონის „კრისტალ პალასთან“ 0:1 დამარცხდა.

ლაშა თაბაგარი