აბუაშვილი „მეცში“ დარჩა და დუბლი შეასრულა

0
12

გიორგი აბუაშვილმა, რომელიც მომავალ სეზონს საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ „მეცში“ ისევ იჯარით გაატარებს, მოსამზადებელ პერიოდში თავი პირველივე ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა.
„მეცმა“ „სერენი“ 6:0 გაანადგურა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა დუბლი შეასრულა. 29-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა, ხოლო 62-ე წუთზე აბუაშვილმა ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
აბუაშვილმა გასულ სეზონში „მეცის“ რიგებში საფრანგეთის ლიგა 1-ში 23-ჯერ ითამაშა და 2 გოლი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი