კახა ჩხეტიანი სათავეში „მეშახტეს“ ჩაუდგა

0
1

ტყიბულის „მეშახტეს“ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის, რომელმაც ლადო ბურდული შეცვალა. ამის შესახებ ტყიბულელთა პრესსამსახური იუწყება:
„ტყიბულის „მეშახტეს“ მთავარი მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანი გახდა. გამოცდილი ქართველი სპეციალისტი კარიერის განმავლობაში არაერთ ქართულ კლუბს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა პერიოდში ის იყო თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი.
მისი ხელმძღვანელობით კლუბი ახალი გამოწვევებისთვის მზადებას შეუდგა, სადაც მისი თანაშემწეები თეიმურაზ ჯანაშია, თორნიკე შეყრილაძე და გურამ ჯაფარიძე იქნებიან. გვჯერა, რომ კახაბერ ჩხეტიანის გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხედვა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გუნდის განვითარებასა და ეროვნული ლიგის ახალ სეზონში დასახული მიზნების მიღწევაში“.
48 წლის ჩხეტიანი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე მარტვილის „მერანს“, ქუთაისის „ტორპედოს“ და ფოთის „კოლხეთს“ ავარჯიშებდა. მან ქუთაისელებს ერთხელ საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა, სამჯერ საქართველოს თასი ააღებინა, ხოლო ორჯერ – სუპერთასი.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტ „მეშახტეს“ 11 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი