ნარიმანიძის „ჟილინა“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

0
1

სლოვაკეთის „ჟილინა“, რომელშიც ალექსანდრე ნარიმანიძე გამოდის, ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირვე;ა მატჩში „ჟილინა“ სტუმრად სპლიტის „ჰაიდუკთან“ 0:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩში ნარიმანიძის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა, რაც მეორე ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა პირველი თამაშის მსგავსად, ამჯერადაც შეუცვლელად იასპარეზა.
სტუმრები პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ვან ჰორენბეკმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 52-ე წუთზე როგონიჩმა გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ხორვატებიდან ავტოგოლი მელნიაკმა მიითვალა. „ჟილინა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, სადაც პოლონეთის „კატოვიცეს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი