„დილამ“ წააგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზეა

0
1

გორის „დილა“ ბერძენი მთავარი მწვრთნელის დიამანტის ვავალისის ხელმძღვანელობით უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
გორელებმა პირველ შეხვედრაში შინ სან-მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო სტუმრად 0:1 წააგეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კაიჩიმ გაიტანა.
„დილა“ მეორე ეტაპზე კვიპროსის „აპოლონს“ შეხვდება. პირველი თამაში გორში 23 ივლისს ჩატარდება და 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს კვიპროსზე სტარტს იმავე დროს აიღებს.
„ვირტუსი“ (სან-მარინო) – „დილა“ (გორი) 1:0 (0:0)
16 ივლისი. სერავალე. „სან-მარინო სთედიუმი“.
„ვირტუსი“:
პასანიტი, დე პოლინა, კიაჩი, დე ლუსია (სატალინო, 82), გორი (იაჰუა რაბიე, 56), კოლინუჩი (კ), ამატი, ბუონოკუნტო (მუჯეო, 82), ლომბარდი (სანტი, 71), სკაპინი, პისჩიტელა (გასპერონი, 71),
მთავარი მწვრთნელი: ოსკარ მურატორი.
„დილა“: კერესელიძე (კ), სანიანგი, კიკაბიძე (ეტოუ, 62), არაუჟო, ჯალღონია, ანოფი, ტალი, მენთეშაშვილი (იარბრუგი, 82), ნუენეტუე (გოგობერიშვილი, 46), შეყილაძე (კანტე, 46), ფარულავა (კოუაკოუ, 70).
მთავარი მწვრთნელი: დიამანტის ვავალისი.
გოლი: 1:0 კიაჩი (90+3).
გაფრთხილება: ანოფი (23), გორი (24), ანოფი (55), ჯალაღონია (58), მუჯეო (89), კიაჩი (90+3).
გაძევება: ანოფი (55)
მთავარი მსაჯი: მ.ბეიტულაჰუ (კოსოვო).
ლაშა თაბაგარი