ოდიშარიას „რიგასი“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზეა

0
1

„რიგასი“, რომელშიც ლაშა ოდიშარია გამოდის, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ლატვიელებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის „გლენტორანს“ 2:1 სძლიეს. ხოლო რიგაში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები მე-5 წუთზე საიდუმ დააწინაურა, ხოლო 62-ე წუთზე თავი იკაუნიეკსმა გამოიჩინა. „რიგასი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისლანდიის „ვესტრის“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი