კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ივნისის თვის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ბათუმის „დინამომ“ გასულ თვეში ჩატარებული სამი მატჩიდან 2 მოიგო და 1 წააგო. ბათუმელები 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან.
ივნისში საუკეთესო ფეხბურთელად „გაგრას“ 26 წლის უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ვორობეი დაასახელეს. მან გასული წელი უზბეკეთის ჩემპიონატში გაატარა და გაგრელებს წელს შეურთდა. თუმცა, მანამდე „გაგრას“ ღირსებას სამი სეზონი იცავდა.
ლაშა თაბაგარი





