„დილას“ ნორვეგიელი ფორვარდი შეემატა

0
0

გორის „დილაში“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუ ითამაშებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
25 წლის ფეხბურთელი „რუსენბორგის“ აკადემიის აღზრდილია, რომლის მეორე გუნდში თამაშობდა. მან მიმდინარე წელს „რანჰეიმის“ შემადგენლობაში ნოვერგიის რანგით მეორე დივიზიონში ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე, ნიენეტუ „სტიორდალსში“, „სანდეფიორდში“, „კრისტანსუნდში“ და „ეგერსუნდში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი