გორის “დილას” კიდევ ერთი აფრიკელი ლეგიონერი შეუერთდა – მოჰამედ დიუფი. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება:
“19 წლის სენეგალელი მარცხენა მცველი მოჰამედ დიუფი ,,დილას” ფეხბურთელია. ახალგაზრდა მცველმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, რის შემდეგაც დანიური ,,მიდტიულანდის” აკადემიაში გადაბარგდა და “დილაში” გადასვლამდე სწორედ ამ კლუბში ასპარეზობდა”.
“დილა” კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს სახლში სან-მარინოს “ვირტუსთან” 9 ივლისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





