პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთთან 0:1 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ კარიერაში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა.
„ცოტა იღბალი დაგვაკლდა.მეტოქემ გოლი ბოლო წუთებზე გაგვიტანა. ფეხბურთი ასეთია. საერთო ჯამში ძალიან დაძაბული მატჩი იყო. როდესაც მსოფლიო ჩემპიონატს ასე ეთიშები ნორმალურია, რომ მოწყენილი ხარ. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე და სუფთა სინდისით მივდივარ. პორტუგალიასთან ერთად სამი ტიტული მოვიგე. ჩემამდე გუნდი ტიტული არ ჰქონდა. ამიტომ, შემიძლია მხოლოდ ბედნიერი ვიყო.
სიმართლეა, რომ ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. დანარჩენს რაც შეეხება, ამის შესახებ ოჯახთან ერთად უნდა ვიფიქრო და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მივიღო“ – იუწყება პორტუგალიური მედია 41 წლის რონალდუს ნათქვამს, რომელმაც სანაკრებო დონეზე 146 ბურთი შეაგდო, ხოლო კარიერაში – 976.
რონალდუმ ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და ყველაზე მიღწევა 2006 წელს მე-3 ადგილისთვის მატჩში თამაში იყო, როდესაც პორტუგალია მასპინძელ გერმანიასთან დამარცხდა. მან ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი და ორჯერ ერთა ლიგა მოიგო.
ლაშა თაბაგარი





