მარტინესი პორტუგალიას აღარ გაწვრთნის

0
1

რობერტო მარტინესმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთთან 0:1 მარცხის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ განაცხადა,
52 წლის ესპანელი სპეციალისტი პორტუგალიელებს 2023 წლის იანვრიდან წვრთნიდა და კონტრაქტი 2026 წლის 31 ივლისამდე აკავშირებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 45 მატჩი ჩაატარა – 32 მოიგო. 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. მან გასულ წელს პორტუგალიელებს ერთა თასი მოაგებინა.
მარტინესი პორტუგალიელთა გაწვრთნამდე სანაკრებო დონეზე ბელგიას ავარჯიშებდა, ხოლო საკლუბო დონეზე „სუონსის“, „უიგანს“ და „ევერტონს“ ხელმძვანელობდა.
ლაშა თაბაგარი