ლუის დე ლა ფუენტე: “გადამწყვეტი როლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ითამაშეს”

0
2

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში პორტუგალიასთან 1:0 მოგების შემდეგ განაცხადა, რომ წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ითამაშეს.
„გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. მერინოს ვუთხარი, რომ ისე ეთამაშა როგორც ყოველთვის თამაშობს. მისი როლია, რომ ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს დაეხმაროს. მას გუნდისთვის აუცილებელი რიტმი და ენერგია უნდა მიეცა. ის თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
სათადარიგოთა სკამიდან შესული მოთამაშეების გავლენა მატჩზე ოსტატურ იყო, რადგან ჩვენ ძალიან მაღალი დონის 26 ფეხბურთელი გვყავს. ჩვენთან თადარიგში ისეთი მოთამაშეები არიან, რომლებიც ნებისმიერ სხვა ნაკრებში სასტარტოში ითამაშებდნენ.
მე და კრიშტიანუ რონალდუს დრო და დრო ურთიერთობა გვქონდა. მისი ღირებულებების დიდი თაყვანისმცემელი ვარ – იმის რასაც ის განასახიერებს, სპორტის მიმართა როგორი დამოკიდებულება აქვს და მიმაჩნია, რომ ახალგაზრდობისთვის მაგალითია. როდესაც ერთად ყოფნის საშუალება გვაქვს, ერთმანეთის მიმართ აღფრთოვანებას გამოვხატავთ“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილ მატჩში ერთადერთი გოლი მიკელ მერინომ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაიტანა, როდესაც ფერან ტორესის პასის მერე, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ესპანეთი 1/4-ფინალში პირველად გავიდა. ესპანელები 2014 წელს ჯგუფში ჩარჩნენ, ხოლო 2018 და 2022 წლებში ტურნირს 1/8-ფინალში გამოეთიშნენ. ესპანეთი მუნდიალების ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ 6 თამაში გოლგაუშვებლად ჩაატარა.
1/4-ფინალში ესპანეთი ბელგიას დაუპირისპიდება. მატჩი 10 ივლისს საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი