ნორვეგიის ნაკრების ლიდერმა ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ბრაზილიასთნ 2:1 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა, განაცხადა, რომ გოლების გატანა მისი ცხოვრებაა.
„შესაძლოა, ეს დღე ნორვეგიის ისტორიაში შევიდეს. უბრალოდ, ყველამ უნდა ისიამოვნოს. ეს ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დღეა.
მიმდინარე ტურნირში პიკს რამდენჯერმე მივაღწიე, მაგრამ ეს ახალი პიკი იყო. პირველი გოლი? ჩემი აზრით, ღმერთის საჩუქარი იყო, რომ ბურთი ბადეში აღმოჩნდა.
ჩემი ცხოვრება გოლების გატანაა. ბოლომდე არ მესმის რას ვაკეთებ, უბრალოდ ასეთი ვარ. ვცდილობ კონცენტრაცია შევინარჩუნო, ხოლო როდესაც შანსი მაქვს, ნამდვილად ვიცი რა უნდა გავაკეთო. ყოველ ჯერზე ეს ახალი პიკია“ – იუწყება 25 წლის თავდამსხმელის ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ჰოლანდმა თავის ანგარიშზე მიმდინარე მუნდიალზე მე-7 გოლი ჩაიწერა და საუკეთესო ბომბარდირებში როგორ ლიონელ მესის, ასევე კილიან მბაპეს გაუთანაბრდა. ის ზედიზედ მეოთხედ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მან ნორვეგიის ნაკრებში 54-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 62-ჯერ აიღო. ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში პირველად გავიდა.
ნორვეგია 1/4-ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. მატში 12 ივლისს თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





