კარლო ანჩელოტი: „გამარჯვებას ვიმსახურებდით“

0
3

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიასთან 1:2 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი გამარჯვებას იმსახურებდა.
„რა თქმა უნდა, ყველა ძალიან დამწუხრებული ვართ. ვფიქორბ, ამ მომენტამდე არცთუ კარგი ჩემპიონატი გვქონდა, მაგრამ დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით. ასეთი მომენტი როდესაც ხდება, უნდა მიიჩნიო, რომ მარცხი ახალი თავგადასავლის დასაწყისია. ჩვენ უნდა მოვუმატოთ და ახალი იდეები ვიპოვნოთ, რადგან მარცხი დასასრული არაა, არამედ, ახალი ციკლის დასაწყისია.
ჩემი აზრით, ჩვენთვის თამაში კარგად მიმდინარეობდა, რადგან პირველ ტაიმშიც ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და მეორეშიც, როცა ანგარიში 0:0 იყო. ამის შემდეგ, შეცვლები გავაკეთეთ, რათა თამაში მოგვეგო“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-13 წუთზე ნორვეგიელმა მცველმა თავის საჯარიმოში მატეუშ კუნია წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბრუნო გიმარაეშმა თერთმემეტრიანი ცუდად შეასრულა და ლილანდმა ბურთი მოიგერია. 79-ე წუთზე შელედერუპმა ბრაზილიელთა საჯარიმოში პასი ერლინგ ჰოლანდს გაუკეთა, რომელმაც ბრუნო მაგალიეშს აჯობა და თავით გაიტანა. 90-ე წუთზე ჰოლანდმა დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და დუბლი შეასრულა.ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე ნორვეგიელმა მცველმა თავის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლის დროს იდაყვი სახეში კაზემიროს ჩაარტყა და მსჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ნეიმარმა პენალტი ზუსტად შეასრულა. მან თამაშის შემდეგ გაანცხადა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ნეიმარი პელეს შემდეგ მეორე ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. ის 80 გოლით ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ბრაზილია 1990 წლის შემდეგ პირველად, მუნდიალის 1/4-ფინალში ვერ მოხვდა. მაშინ, სელესაო ტურნირიდან ლეგენდარული დიეგო მარადონას კაპიტნობით არგენტინამ გამოთიშა. ბრაზილია 2002 წელს მსოფლიო პირველობის მოგების მერე, ზედიზედ მეექვსედ პლეი-ოფში პირველივე ევროპულ გუნდთან გამოეთიშა. ბრაზილიამ ნორვეგიასთან 5-ჯერ ითამაშა და ვერცერთხელ დაამარცხა – 2-ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე წააგო (პირველად 1998 წელს ჯგუფში), ხოლო სამი ამხანაგური თამაშიდან ორი ფრედ დასრულდა, ერთი კი სკანდინავიელებმა მოიგეს.
ნორვეგია 1/4-ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. მატში 12 ივლისს თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი