სტოლე სოლბაკენი: „ეს ნამდვილი თრილერი იყო“

0
1

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ბრაზილიასთან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ განვლილი დაპირისპირება ნამდვილი თრილერი იყო.
„ვფიქრობ, რომ ნორვეგიის ნებისმიერ მოქალაქეს ამ საღამოთი შეუძლია დატკბეს. ეს ნამდვილი თრილერი იყო – ყველაფერი ნებისმიერ მხარეს შესაძლო შეტრიალებულიყო. თუმცა, ჩვენ სოლიდური ტაქტიკური ფეხბურთი ვითამაშეთ. რამდენიმე ეპიზოდში ბურთი დავკარგეთ, რაც შესაძლოა ძვირად დაგვჯდომოდა. ამის მიუხედავად, ყველაფერი ჩვენი სცენარის მიხედვით განვითარდა და ამით ძალიან უნდა ვიამაყოთ.
ყველაფერი ჩვენი სცენარით რატომ წავიდა? ჩვენ როგორც ვითამაშეთ, ეს „მანჩესტერ სიტის“ და „რეალის“ დაპირისპირებას ჰგავდა. ისინი დაცვაში ჯდებიან და კონტრშეტევების იმედი აქვთ, ხოლო ჩვენ უნდა მოვქანცოთ. იმიტომ რომ ეს ისაა, რაც ყველაზე კარგად გამოგვდითს და ამას საუცხოოდ გავუმკლავდით“ – იუწყება სოლბაკენისს ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-13 წუთზე ნორვეგიელმა მცველმა თავის საჯარიმოში მატეუშ კუნია წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბრუნო გიმარაეშმა თერთმემეტრიანი ცუდად შეასრულა და ლილანდმა ბურთი მოიგერია. 79-ე წუთზე შელედერუპმა ბრაზილიელთა საჯარიმოში პასი ერლინგ ჰოლანდს გაუკეთა, რომელმაც ბრუნო მაგალიეშს აჯობა და თავით გაიტანა. 90-ე წუთზე ჰოლანდმა დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და დუბლი შეასრულა. მან თავის ანგარიშზე მიმდინარე მუნდიალზე მე-7 გოლი ჩაიწერა და საუკეთესო ბომბარდირებში როგორ ლიონელ მესის, ასევე კილიან მბაპეს გაუთანაბრდა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე ნორვეგიელმა მცველმა თავის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლის დროს იდაყვი სახეში კაზემიროს ჩაარტყა და მსჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ნეიმარმა პენალტი ზუსტად შეასრულა. მან თამაშის შემდეგ გაანცხადა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ნეიმარი პელეს შემდეგ მეორე ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. ის 80 გოლით ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში პირველად გავიდა. ჰოლანდი ზედიზედ მეოთხედ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მან ნორვეგიის ნაკრებში 54-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 62-ჯერ აიღო.
ბრაზილია 1990 წლის შემდეგ პირველად, მუნდიალის 1/4-ფინალში ვერ მოხვდა. მაშინ, სელესაო ტურნირიდან ლეგენდარული დიეგო მარადონას კაპიტნობით არგენტინამ გამოთიშა. ბრაზილია 2002 წელს მსოფლიო პირველობის მოგების მერე, ზედიზედ მეექვსედ პლეი-ოფში პირველივე ევროპულ გუნდთან გამოეთიშა. ბრაზილიამ ნორვეგიასთან 5-ჯერ ითამაშა და ვერცერთხელ დაამარცხა – 2-ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე წააგო (პირველად 1998 წელს ჯგუფში), ხოლო სამი ამხანაგური თამაშიდან ორი ფრედ დასრულდა, ერთი კი სკანდინავიელებმა მოიგეს.
ნორვეგია 1/4-ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. მატში 12 ივლისს თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი