თომას ტუხელი: „ჯილდო ვერ მივიღეთ“

0
1

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის L ჯგუფის მეორე ტურშ განასთან 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ჯილდო ვერ მიიღეს.
„ჩვეულებისამებრ კეინის ასეთი დარტყმა ჩვენთვის გოლია. ეს საუცხოო მომენტი იყო, რომელსაც კიდევ ერთი შანსი მოჰყვა. ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა. განამ კიდევ უფრო დაცვითი ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე პირველ შეხვედრაში და 4-5-1 სქემით მოქმედებდა. თამაშის მსვლელობისას ინტენსივობას მოვუმატეთ, მაგრამ ჯილდო ვერ მივიღეთ.
მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში კონტრშეტევვებისგან თავს ძალიან კარგად ვიცავდით. ამას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები თამაშში ძალიან კარგად ჩაერთვნენ“ – იუწყება გერმანელის სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი