კრიშტიანუ რონალდუსთვის რეკორდების ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი ნაკრებისთვის დასახული მიზნის მიღწევაში დახმარებაა. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის K ჯგუფის მეორე შეხვედრაში უზბეკეთთან 5:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც დუბლი შეასრულა.
„ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, ჩემთვის მთავარი ჩვენი მუშაობა და თავდაჯერებაა, რომელიც ვაჩვენეთ. გუნდმა მართლაც კარგად ითამაშა და შესამჩნევად მოუმატა.
პირადად ჩემზე თუ ვისაუბრებთ, რეკორდები ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია ნაკრებს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“ – იუწყება ფიფას ვებგვერდი პორტუგალიელთა კაპიტნის ნათქვამს.
კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. რონალდუმ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში თავი პირველად გამოიჩინა. 41 წლის ასაკში, ის მეორე ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე თავი 40 წლის ასაკს გადაბიჯებულმა გამოიჩინა – პირველი 42 წლისა და 39 დღის კამერუნელი როჟე მილა იყო 1994 წელს.
რონალდუ 10 გოლით პორტუგალიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია მსოფლიო ჩემპიონატებზე – ლეგენდარულ აწ გარდაცვლილ ეუსებიოს (9 გოლი) გაასწრო. თუმცა, ეუსებიოს ყველა გოლი ერთ ჩემპიონატზე გაიტანა 1966 წელს ინგლისში.
კრიშტიანუმ, რომელიც პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს, 230 მატჩში მეტოქეთა კარი 145-ჯერ აიღო. მან კარიერაში საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებულ 1329 მატში 975 ბურთი შეაგდო. იგი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დუბლის შემსრულებელი ყველაზე ასაკოვანი ფეხბრუთელია.
ლაშა თაბაგარი





