„იბერია“ ჩემპიონთა ლიგაში „ფლორას“ დაუპირისპირდება

0
5

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერიას“ მეტოქე ცნობილია.
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ესტონეთის ტალინის „ფლორას“ შეხვდება.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 7-8 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14-15 ივლისს. „იბერია“ პირველ თამაშს სტუმრად ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი