კვერნაძის კარგი მატჩი „სასუოლოსთან“ და არჩათვლილი გოლი

0
2

„ფროზინონემ“, რომლის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად გიორგი კვერნაძე ჩამოყალიბდა, იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში შინ „სასუოლო“ 4:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. ის შეტევაში აქტიური იყო და დაცვასასც ეხმარებოდა. გარდა ამისა, რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მან მე-16 წუთზე „სასუოლოს“ კარი ახლო მანძილიდან ერთი შეხებით აიღო, მაგრამ გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
მატჩის მე-9 წუთზე მასპინძლები კალომ დააწინაურა, ხოლო მე-15 წუთზე ბერარდიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 26-ე წუთზე „ფროზინონედან“ თავი რაიმონდომ გამოიჩინა, რომელმაც ოთხ წუთში დუბლი შეასრულა. 37-ე წუთზე სტუმრებიდან მასპინძლების კარი ტორსტვედმა აიღო. 57-ე წუთზე რაიმონდომ ჰეთ-თრიქი მიითვალა. „ფროზინონეს“ 13 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი