კუკურელია „რეალში“ ითამაშებს

0
2

მარკ კუკურელია კარიერას მადრიდის „რეალში“ განაგრძობს, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსხური იუწყება.
26 წლის მარცხენა მცველმა „რეალთან“ კონტრაქტი 2032 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მადრიდელებმა მის სანცვლოდ ლონდონის „ჩელსის“ 50 მილიონი ევროა გადაუხადეს. 2022 წელს „ჩელსი“ კუკურელია „ბრაიტონიდან“ 65 მილიონ ევროდ იყიდა.
კუკურელია „ბარსელონას“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში ერთხელ ესპანეთის თასზე ითამაშა. ის „ჩელსიმდე“ ესპანეთში „ეიბარსა“ და „ხეტაფეში“ გამოდიოდა, ხოლო 2021 წლის აგვისტოში „ბრაიტონს“ მიაშურა.
მან „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 163 თამაშში 9 გოლი გაიტანა. კუკურელიამ ლონდონელებთან ერთად უეფას კონფერენს ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ამჟამად, კუკურელია ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე გამოდის.
ლაშა თაბაგარი