კუმანი: „უკეთესად უნდა ვითამაშოთ“

0
3

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში იაპონიასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შედეგით იმედგაცრუებული დარჩა.
„ტურნირის მსვლელობის დროს უნდა გავიზარდოთ. უკეთესად უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, პირველი მატჩის მოგება უკეთესი იქნებოდა და ამის იმედი გვქონდა, რადგან ანგარიშში ორჯერ დავწინაურდით. ეს არ მოხვდა, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ არასაკმარისად კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, განვლილ შეხვედრაში ბევრი დადებითი მომენტი იყო.
პირველ ტაიმში იაპონია წინ ზეწოლას ვერ ახდენდა, რაც შესაძლოა ჩვენს მიმართ პატივისცემით ან შიშით განპირობებული იყო, მაგრამ ეს გოლის გაშვების შემდეგ მოახერხა.
პირველი გოლის გატანის შემდეგ, დაცვაში პრობლემა შეგვექმნა. ორივე გოლის გაშვების დროს თავს ცუდად ვიცავდით. ვერმოგებით იმედგაცრუებული ვარ, რადგან ანგარიშში წინ ორჯერ ვიყავით. ბევრი იაპონიას სათანადოდ არ აფასებს. თუმცა, მეასედ ვიმეორებ, რომ ამ გუნდის დაუფასებლობა თქვენი პრობლემაა“ – იუწყება კუმანის ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი