ნაგელსმანი: „ჩვენი თამაში თითქმის ბოლომდე მომეწონა“

0
7

იულიან ნაგელსმანს გერმანიის ეროვნული გუნდის თამაში თითქმის ბოლომდე მოეწონა. ბუნდესნაკრების თავკაცმა ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე E ჯგუფის სასტარტო მატჩში დებიუტანტს კურასაოს 7:1 განადგურების შემდეგ განაცხადა.
„მეტოქემ როდესაც ანგარიში გაათანაბრა, თამაშში დასაბრუნებლად რამდენიმე წუთი დაგვჭირდა. როგორც ვნახეთ ფეხბურთის თამაში კურასაოს ნაკრებსაც შეუძლია. მაინტერესებს, ეს გუნდი თავს ჯგუფის დარჩენილ თამაშებში როგორ გამოავლენს.
შვიდი გოლის გატანით ძალიან კმაყოფილი ვარ. გარდა ამისა, ჩვენი თამაში თითქმის ბოლომდე მომეწონა. ტურნირის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ძალიან გვიხარია, რომ ეს მოვახერხეთ“ – ციტირებს ნაგელსმანს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი