დიკ ადვოკატი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა

0
1

დიკ ადვოკატი ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეროვნული ნაკრებისთვის უხელმძღვანელია. მიმდინარე მუნდიალის E ჯგუფის პირველ მატჩში ნიდერლანდელი სპეციალისტის გაწვრთნილი კურასაო გერმანიასთან 1:7 განადგურდა. იმ მომენტისთვის ადვოკატი 78 წლის და 260 დღის იყო. მან ჩეხეთის ნაკრების თავკაცის 74 წლის მიროსლავ კოუბეკის მიერ სამი დღის წინ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატამდე რეკორდსმენი გერმანელი ოტო რეჰაგელი იყო, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს გამართულ მსოფლიო პირველობაზე საბერძნეთს 71 წლის ასაკში ხელმძღვანელობდა.
ადვოკატი  2024 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს კურასაოს, რომელიც არსებობის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. კურასაო, სადაც 156000 ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელსაც ოდესმა მუნდიალზე უთამაშია.

ლაშა თაბაგარი