ოფიციალურად: „რეალმა“ არბელოა დაითხოვა

0
2

ალვარო არბელოა „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
43 წლის ესპანელი სპეციალისტი გუნდს სათავეში მიმდინარე წლის 13 იანვარს ჩაუდგა და ხაბი ალონსო შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2025-2026 წლების სეზონში 28 მატჩი ჩაატარა – 18 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. „რეალმა“ 86 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
არბელოა  2020 წლიდან მადრიდელთა აკადემიაში მუშაობდა. ესპანეთის ეროვნული გუნდის ექსმცველი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო პირველ გუნდში 2004-2005 და 2009-2016 წლებში გამოდიოდა. მან „სამეფო კლუბის“ მაისურით ერთხელ ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო თითოჯერ ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი