„ბენფიკამ“ მოურინიოს „რეალში“ წასვლა დაადასტურა

0
2

„ბენფიკამ“ თავის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა, რომ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და სათავეში მადრიდის „რეალს“ ჩაუდგება.
„რეალმა“ ოფიციალურად გააფორმა თავისი სურვილი, რომ ჟოზე მოურინიო 15 მილიონი ევროს ჰონორარის სანაცვლოდ წაეყვანა და მწვრთნელი ამ წინადადებას დათანხმდა. მადლობა, ჟოზე მოურინიო“ – ნათქვამია პორტუგალიური გრანდის ოფიციალურ განცხადებაში.
მოურინიო „ბენფიკას“ 2025 წლის 15 სექტემბრიდან ავარჯიშებდა და მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ლისაბონელებს პორტუგალიის ჩემპიონატში არცერთი თამაში წაუგიათ, მესამე ადგილზე გავიდნენ.
63 წლის პორტუგალიელი „რეალს“ 2010-2013 წლებში ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით მადრიდელებმა ესპანეთის ლა ლიგა, თასი და სუპერთასი მოიგეს. მანამდე, ის „პორტუს“, „ჩელსის“, „ინტერს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ტოტენჰემს“, „რომას“ და „ფენერბაჰჩეს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი