საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველ გურამ ჯაფარიძის აზრით, სტუმრად მოლდოვასთან სპარინგის მოგება მნიშნელოვანია, რათა სექტემბერში გასამართ ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის მატჩებს კარგ ხასიათზე შეხვდნენ.
გურამ ჯაფარიძე: „ამხანაგური მატჩები მნიშვნელოვანია, რათა კონკრეტული გეგმა და სათამაშო სტილი მოედანზე გადაიტანო. ამ შეკრებაზე ვცდილობთ თამაშში რაღაც ახალი შევიტანოთ, რათა სექტემბრის მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ.
მოლდოვასთან რთული თამაში გვექნება. ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ და ძალა აღვიდგინეთ. ვიცით რა მნიშვნელობის მატჩიცაა და ასი პროცენტით მზად ვართ. პირველ ყოვლისა, ნაკრებში ამხანაგური თამაში არ არსებობს და მეორე ისაა, რომ სექტემბრამდე ეს ბოლო შეხვედრაა, რომელშიც გამარჯვება მნიშვნელოვანია, რათა მომავალ მატჩებს კარგ ხასიათზე შევხვდეთ“.
ჩვენმა 21-წლამდელებმა პირველი სპარინგი ბულგარეთში აშშ-სთან ჩაატარეს, რომელშიც 0:1 დამარცხდნენ. დღეს კი, მოლდოვის ქალაქ ნისპორენში ადგილობრივ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა, 8 ივნისს დაბა ბუდეშტის მახლობლად, მოლდოვის ეროვნული გუნდების საწვრთნელ ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.
ლაშა თაბაგარი





