ტიმბერი ნიდერლანდებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება

0
7

ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე იურიენ ტიმბერი ვერ დაეხმარება. ლონდონის „არსენალის“ 24 წლის მცველმა საზარდულის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და უზბეკეთთან 2:1 მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ ნიდერლანდელთა საწვრთნელი ბანაკი დატოვა.
„ნარინჯისფერთა“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა შეკრებაზე ტიმბერის ნაცვლად „სანდერლენდის“ უკანახაზელი გერტრიუდა გამოიძახა.
ლაშა თაბაგარი