საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 74-ე ადგილზეა

0
1

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში 74-ე ადგილზეა. ჩვენი გუნდი ბოლოს გამოქვეყნებულ რეიტინგთან შედარებით 2 პოზიციით დაქვეითდა.
ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეების მდგომარება რეიტინგში ასეთია: უკრაინა – 36, უნგრეთი – 38, ხოლო ჩრ.ირლანდია – 64-ე.
რეიტინგში პირველ ადგილზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, მეორეზე – განვლილი მუნდიალის ფინალისტი არგენტინა, მესამე კი საფრანგეთი.
ლაშა თაბაგარი