თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვიჩენცო მონტელას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დათხოვნა გადაწყვიტა, რის შესახებ გამოცემა Milliyet იუწყება.
ფედერაციის ხელმძღვანელები ერთა ლიგაში ეროვნული გუნდის გამოსვლის იმედგაცრუებულნი დარჩნენ, რადგან მონტელას შეგირდებმა ზედიზედ 4 თამაში წააგეს – ორჯერ იტალიასთან (1:4, 1:3), საფრანგეთთან (0:1) და ბელგიასთან (0:3).
52 წლის იტალიელ სპეციალისტს კომპენსაციის სახით მომდევნო 5 თვის ხელფასს გადაუხდიან. მონტელა თურქებს 2023 წლიდან ავარჯიშებდა. მისი გაწვრთნილები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი





