ფაბიო გროსო „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა ფლორენციელებთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა.
გროსო 2024 წლის ზაფხულიდან „სასუოლოს“ ავარჯიშებდა, რომელიც იტალიის სერია A-ში დააბრუნა, ხოლო გასულ სეზონში გუნდმა ჩემპიონატში მე-11 ადგილი დაიკავა. მან „სასუოლო“ 4 ივნისს დატოვა.
მანამდე, 48 წლის იტალიელი სპეციალისტი „ბარის“, „ვერონას“, „ბრეშიას“, „სიონს“, „ფროზინონეს“ და „ლიონს“ ავარჯიშებდა. გასულ სეზონში „ფიორენტინა“ იტალიის ჩემპიონატში მე-15 ადგილზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი





