ვილი სანიოლი: “ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ”

0
2

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივნისის შეკრებით ძალიან კმაყოფილია. მან ამის შესახებ 5 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბაჰრეინთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა. მანამდე, 2 ივნისს ჩვენი გუნდი იმავე არენაზე რუმინეთს დაუზავდა – 1:1.
ვილი სანიოლი:დღევანდელ შეხვედრაში სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან ეს მატჩი სექტემბრისთვის მოსამზადებლად უნდა გამოგვეყენებინა. ამხანაგური მატჩები ყოველთვის იმისთვის არის, რომ ოფიციალური თამაშებისთის მოემზადო. სწორედ ამიტომ ვითამაშეთ ასე.
ივნისში, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ყოველთვის რთულია ენერგიის ბოლო რესურსების მობილიზება. ვეცადეთ, მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაცია მიგვეცა და მეორე ტაიმი უკეთესი გამოგვივიდა. საერთო ჯამში, ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც პირველი მატჩით. თუმცა, დღევანდელი თამაშით ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი, რაც ბუნებრივია. ზოგჯერ უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ მსგავსი ხასიათის მატჩს დიდი ანგარიშით ვერ იგებ, მაგრამ გამარჯვება მაინც გამარჯვებაა. ასეთი მოგებები გვეხმარება პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ.
ეგოიანი? ის რუმინეთთან კარგად გამოიყურებოდა. დღეს უფრო რთული იყო თამაში, როგორც მთელი გუნდისთვის. მაგრამ მან ბევრი იშრომა და მშვენიერი საფუძველი შექმნა საიმისოდ, რომ სექტემბრის თამაშებისთვის გამოვიძახოთ.
მას დიდი ხანია, ვაკვირდებით. შარშან დადგა საკითხი ირაკლის გამოძახების, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ იმ პერიოდში მისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად თამაში უკეთესი იქნებოდა. იმედი მაქვს, ზაფხულში კარგად მოემზადება და სექტემბრისთვის კარგ ფორმაში იქნება.მესამე მეკარედ ხარატიშვილს ხომ არ გამოვიძახებთ? ბევრი იქნება დამოკიდებული, ვინ რომელ კლუბში ითამაშებს და ექნება თუ არა სათამაშო დრო. ეს მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.
საქართველოს ნაკრების განრიგი ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგაში მე-2 ჯგუფში ასეთია:
 ტური, 25 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია
II ტური, 28 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უკრაინა
III ტური, 2 ოქტომბერი, 23:45 საათი
უნგრეთი -საქართველო
IV ტური, 5 ოქტომბერი, 23:45 საათი

ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო
V ტური, 14 ნოემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უნგრეთი
VI ტური, 17 ნოემბერი, 23:45 საათი
უკრაინა – საქართველო
ლაშა თაბაგარი